ქვეყანას დამსახურებული ჩემპიონი ჰყავს - "ბარსელონა". მართალია, საერთაშორისო ასპარეზზე "ბარსამ" ვერაფერს მიაღწია (ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში "ბაიერნთან" უშანსოდ წააგო), მაგრამ 100 ქულით ლა ლიგის რეკორდი გაიმეორა. ლა ლიგის ბომბარდირ ლეო მესის კი 46 გოლი დაუგროვდა. რომ არა ტრავმა, სავარაუდოდ, შარშანდელ მიღწევასაც გააუმჯობესებდა.
ახლა კი ლა ლიგის გუნდებს სამწვრთნელო ცვლილებების ქარბუქი ელით და არა მარტო...
მესი VS რონი
ეს დუელი კიდევ არ შედგა, ორივემ ტრიბუნიდან
რონალდოს საოცარი ციფრები
მადრიდის "რეალის" 28 წლის პორტუგალიელმა ვარსკვლავმა ლა ლიგაში 34 გოლი გაიტანა. ამისთვის მას 34 მატჩის გამართვა ეყო. პორტუგალიელის შედეგიანობა შეხვედრაში ერთი გოლია.
მეტიც, რონიმ ჩემპიონთა ლიგის 12 გოლის გასატანად (ის ლიგის ბომბარდირი გახდა) 12 მატჩი იკმარა. ესპანეთის თასზე მან 7 მატჩში 7 გოლი გაიტანა, სუპერთასის ორ შეხვედრაში კი - 2.
შესაბამისად, 2012/13 წლების საკლუბო სეზონი რონალდომ 55 მატჩში 55 გოლით დაასრულა.
ზამორა კურტუას ერგო
ყოველწლიურად გაზეთი "მარკა" ზამორას ტროფეით აჯილდოებს ლა ლიგის საუკეთესო მეკარეს. პრინციპი კი ძალიან მარტივია - გაშვებული ბურთების ოდენობას ყოფენ მეკარის მიერ გამართული მატჩების რაოდენობაზე.
წლევანდელი გამარჯვებულია მადრიდის "ატლეტიკოს" ბელგიელი მეკარე ტიბო კურტუა. მან 37 მატჩში სულ 29 გოლი გაუშვა (0,78 საშუალოდ მატჩში) და ჩამოიტოვა "ბარსას" ვიქტორ ვალდესი (1,06), "მალაგას" ვილი კაბალიერო (1,24) და "ოსასუნას" ანდრეს ფერნანდესი (1,24). ტიბო 21 წლისაა და ის "ჩელსის" ეკუთვნის. ალბათ, ჟოზე მოურინიო მას ლონდონში გაიხმობს.
ტურის საუკეთესო გოლი
ევერ ბანეგა (ვალენსია) "სევილიას" კარში
ტურის საუკეთესო პასი
ანხელ დი მარია (რეალი) საგოლე პასი გონსალო იგუაინს.
ტურის სტატისტიკა
38 გოლი ტურში (3,8 მატჩში). 6 თამაში მოიგეს მასპინძლებმა, 2 ფრედ დასრულდა და 2 სტუმრებმა მოიგეს. მსაჯებმა 46 ყვითელი, 3 წითელი ბარათი დაარიგეს.
პოკერი: ალვარო ნეგრედო (სევილია)
ჰეთ თრიკი: არავინ
დუბლი: რობერტო სოლდადო (ვალენსია), დიეგო კოშტა (ატლეტიკო).
ტურის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი: დიეგო ლორენტე (რეალი, 19 წლის).
ყველაზე მეტი მაყურებელი: 70 000 - "კამპ ნოუ"
ყველაზე ნაკლები მაყურებელი: 12 000 - "ტერესა რივერო"
ყველაზე მეტი დარტყმა კარისკენ: 26 - ოსასუნა
ყველაზე მეტი დარტყმა კარში: 13 - ოსასუნა
ყველაზე მეტი ჯარიმა: 20 - ბილბაო
ყველაზე მეტი კუთხური: 11 - რაიო ვალეკანო
ყველაზე მეტი თამაშგარე: 6 - ოსასუნა, ხეტაფე
ტურის სიმბოლური ნაკრები
ლელოს ვერსიით. 3-4-3
ბოლო ტურის სიმბოლურში 3 ფეხბურთელია დებიუტანტი: მეკარე ხესუსი, ნაჩო ინსა და "გრანადას" მცველი ნიომი. სესკ ფაბრეგასი სიმბოლურში მეცხრედ მოხვდა.
მე-12 ფეხბურთელი: პედრო როდრიგესი (ბარსელონა)
ტურის გმირ(ებ)ი
ანტუან გრიზმანი (რეალ სოსიედადი)
ნაჩო ინსა (სელტა)
ფრანგის გოლმა "რეალ სოსიედადს" ჩემპიონთა ლიგის საგზური მოუპოვა და ამით ყველაფერი ნათქვამია. ნაჩო ინსას გოლმა კი "სელტა" ლა ლიგაში დატოვა, ვიგოში კი ფიესტა მოაწყო.
ბომბარდირები
46 - ლიონელ მესი (ბარსელონა)
34 - კრიშტიანო რონალდო (რეალი)
28 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო)
ასისტენტები
16 - ანდრეს ინიესტა (ბარსელონა)
13 - მესუთ იოზილი (რეალი)
12 - ლიონელ მესი (ბარსელონა)
გოლი+პასი
58 - ლიონელ მესი (ბარსელონა)
44 - კრიშტიანო რონალდო (რეალი)
29 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ლა ლიგა. ბოლო ტური: ზღვარგადასული ემოციები იბერიაში [VIDEO]