ჟოზე მოურინიო: კრიშტიანო რონალდოს ერთი ნაკლი აქვს - ვერ იტანს კრიტიკას

AutoSharing Option
ლონდონში ჩასულმა ჟოზე მოურინიომ "რეალის" ფეხბურთელთაგან პირველი თანამემამულე კრიშტიანო რონალდო გააკრიტიკა: "ჩელსის" ახალმა თავკაცმა თქვა, რომ რონალდოს ერთი ნაკლი აქვს - ვერ იტანს კრიტიკას.

"კრიშტიანომ ჩემი ხელმძღვანელობით სამი ბრწყინვალე სეზონი გაატარა მადრიდის "რეალში". მე მხოლოდ ერთი პრობლემა მქონდა მასთან: ის არ იღებდა კრიტიკას, რომელიც გუნდის სათამაშო ტაქტიკას ეხებოდა. მე მინდოდა მისი სრულყოფა ტაქტიკური თვალსაზრისით, რადგან ახლაც მგონია, რომ ამ კუთხით მომატება შეუძლია.

შესაძლოა, კრიშტიანო ფიქრობს, რომ ყველაფერი იცის. ასეთ შემთხვევაში კი მწვრთნელის შეგონება უძლურია, მის პროგრესს ვერ შეძლებ"
.

ასევე იხილეთ:
კრიშტიანო რონალდომ "რეალში" მე-200 გოლი გაიტანა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული