28 წლის პორტუგალიელს "სამეფო კლუბთან" კონტრაქტი 2015 წლის ზაფხულამდე აქვს. პორტუგალიაში უფრო შორს მიდიან და ვერსიაც მოჰყავთ, რატომ არ სურს კრიშტიანოს, გახდეს მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი.
მათი მტკიცებით, ძალზე მდიდარი უცნობი ევროპული კლუბი შეჰპირდა რონალდოს 70 მილიონ დოლარ ბონუსს, იმ შემთხვევაში, თუ ის "რეალთან" ხელშეკრულებას არ გააგრძელებს. ასეთ შემთხვევაში 2015 წელს ინკოგნიტო კლუბი უფასოდ ჩაიგდებს პორტუგალიელს ხელში.
ასევე იხილეთ: