კრიშტიანო რონალდო: მჯერა, მადრიდის "რეალთან" მოვილაპარაკებ და შევთანხმდები

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდო დარწმუნებულია, რომ კლუბთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს.

პორტუგალიელი ვარსკლავის მოქმედი კონტრაქტი "სამეფო კლუბთან" 2015 წლის ზაფხულში დასრულდება, მაგრამ ასეთ გამორჩეულ ფეხბურთელებთან კლუბები, როგორც წესი, ვადის ამოწურვამდე კარგა ხნით ადრე იწყებენ ურთიერთობის გახანაგრძლივებაზე ბჭობას.

სწორედ ამიტომ, მხარეები უკვე აქტიურად განიხილავენ კრიშტიანოს ახალი შეთანხმების დეტალებს. თანაც, "რეალის" პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი არაფერს იშურებს, რათა ფეხბურთელი მაქსიმალურად დიდი ხნით შეინარჩუნოს.

მოლაპარაკებები თავიდან თითქოს ჩიხში შევიდა, თუმცა მოგვიანებით პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ფეხბურთელს კლუბმა საკმაოდ მომხიბვლელი წინადადებით მიმართა - 18 მლნ
ევრო წელიწადში და ზედ სხვადასხვა ბონუსები.

ხელფასი მართლაც შთამბეჭდავია და თავად პორტუგალიელიც, რა გასაკვირია, ოპტიმისტურადაა განწყობილი.

"დარწმუნებული ვარ, "რეალთან" მოლაპარაკებას მოვახერხებ. თავს არაჩვეულებრივად ვგრძნობ, მშვიდად ვარ და სულაც არ ვშფოთავ ახალი კონტრაქტის გამო", - აქვეყნებს რონალდოს ნათქვამს Goal.com.

ასევე იხილეთ:
კრიშტიანო რონალდო: არასდროს მიფიქრია, რომ პორტუგალია მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ გავა
კრიშტიანო რონალდო "რეალს" წელიწადში 18 მილიონ ევროს სთხოვს
უცნობი კლუბი კრიშტიანო რონალდოს ბონუსად 70 მილიონს შეჰპირდა
პსჟ კრიშტიანო რონალდოს სანაცვლოდ 100 მილიონ ევროს იხდის
ჟოზე მოურინიო: კრიშტიანო რონალდოს ერთი ნაკლი აქვს - ვერ იტანს კრიტიკას
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული