ლუის ენრიკე ვიგოს "სელტას" მწვრთნელია

AutoSharing Option
"რომას" ყოფილი თავკაცი ლუის ენრიკე ვიგოს "სელტას" ახალი მთავარი მწვრთნელია. წარსულში ცნობილმა ფეხბურთელმა გალისიურ კლუბთან 2-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა.

"ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი ლუის ენრიკე შემტევი ფეხბურთის მიმდევარია, მას კარგად გამოსდის მუშაობა ახალგაზრდა ფეხბურთელებთან, მისი გაწვრთნილი "ბარსელონა B" და "რომა" კონკურენტუნარიანი გუნდები იყვნენ. ამიტომაც მას 2-წლიანი ხელშეკრულება გავუფორმეთ", - ვკითხულობთ "სელტას" ოფიციალურ საიტზე.

43 წლის სპეციალისტმა პოსტზე 53 წლის აბელ რესინო შეცვალა, რომელთანაც ხელშეკრულება, "სელტას" გადარჩენის მიუხედავად, ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტეს.

ლუის ენრიკეს გუნდში არ დახვდება საუკეთესო ბომბარდირი იაგო ასპასი, რომელიც
8 მილიონ ევროდ "ლივერპულში" გადავიდა.

"ფუტბოლ ესპანიას" ცნობით, ლუის ენრიკე "სელტაში" "ბარსელონას" აღზრდილების მიყვანას გეგმავს. მაგალითად, 20 წლის რაფაელ ალკანტარასი. შეგახსენებთ, რომ წარსულში "სელტას" ღირსებას ტიაგოს და რაფინიას მამა, ბრაზილიელი მაზინიო იცავდა.

"სელტამ" მე-17 ადგილი დაიკავა და ბოლო ტურში სასწაულებრივ გადაურჩა გავარდნას.

ასევე იხილეთ:
იაგო ასპასი თითქმის ლივერპულელია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული