"ბილბაომ" მარსელო ბიელსა გაუშვა

AutoSharing Option
ბილბაოს "ატლეტიკის" ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა აღარ გაუგრძელოს კონტრაქტი არგენტინელ მწვრთნელ მარსელო ბიელსას.

"ჩვენ მივიჩნევთ, რომ ახლა "ატლეტიკის" ინტერესებში ცვლილებებია. ვინ შეცვლის მარსელო ბიელსას, ჯერ არ გადაგვიწყვეტია", - განაცხადა "ბილბაოს" პრეზიდენტმა ჟოზე ურუტიმ.

ბიელსა 2 სეზონი ხელმძღვანელობდა ბასკურ გუნდს, პირველში მან გუნდი ევროპალიგის და ესპანეთის თასის ფინალში გაიყვანა, მეორეში კი "ატლეტიკი" ყველა ფრონტზე ჩაფლავდა. ლა ლიგაში გუნდმა მე-12 ადგილი დაიკავა.

სხვათა შორის, გუნდიდან გაუშვეს ლა ლიგის კიდევ ერთი მწვრთნელი - "ლევანტემ" ხუან იგნასიო მარტინესი გაუშვა. მის ნაცვლად კი ხოაკინ კაპაროსი დანიშნა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული