ჩემპიონთა ლიგაზე გასულ გუნდს 35 წლის მწვრთნელი დაუნიშნეს

AutoSharing Option
სან სებასტიანის "რეალ სოსიედადს" ახალი მწვრთნელი ჰყავს - ფილიპ მონტანიე ხაგობა არასატემ შეცვალა.

მის შესახებ არაფერი გეცოდინებათ, გარდა იმისა, რომ "რეალ სოსიედადში" არასატე ფრანგის თანაშემწე იყო. ბასკთა ახალი თავკაცი სულ რაღაც 35 წლისაა.

პრესკონფერენციაზე "რეალ სოსიედადის" პრეზიდენტმა ხოკინ აპერიბაიმ განაცხადა: "ჩვენი შემდეგი მწვრთნელი არასატე იქნება, რადგან მას შეუძლია გააგრძელოს ჩვენი სტრატეგია, რომელიც წლების განმავლობაში შემუშავდა".

შეგახსენებთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ "რეალ სოსიედადმა" ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა, მონტანიე ფრანგულ "რენში" წავიდა.

"ბედნიერი ვარ, რომ კარიერაში ბწრყინვალე შანსი მომეცა, მენდნენ და "რეალ
სოსიედადის" მწვრთნელი გავხდი"
, - ეს უკვე ხაგობა არასატეს სიტყვებია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული