"ბარსელონა" რობერტ ლევანდოვსკით დაინტერესდა

AutoSharing Option
"ბარსელონა" დორტმუნდის "ბორუსიას" თავდამსხმელით, რობერტ ლევანდოვსკით დაინტერესდა.

შეგახსენებთ, რომ პოლონელი ფორვარდის გადაბირება ასევე მადრიდის "რეალს", "მანჩესტერ იუნაიტედსა" და მიუნხენის "ბაიერნს" სურთ.

"ბარსელონა" არ აპირებს 24 წლის ფეხბურთელში გერმანელების მიერ დასახელებული თანხის, 30 მილიონი ევროს გადახდას და ლევანდოვსკის სატრანსფერო თანხის დაწევას დაელოდება, ან როცა ფორვარდი თავისუფალი აგენტი გახდება.

ლევანდოვსკის კონტრაქტი "ბორუსიასთან" ერთ წელიწადში იწურება. აქვე გეტყვით, რომ დორტმუნდელებმა განაცხადეს, რომ ამ ზაფხულს პოლონელი ფეხბურთელი მიუნხენის "ბაიერნში" არ გადავა.

მომზადებულია sport.es-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული