მადრიდის "რეალი" გონსალო იგუაინის შემცვლელად მარიო გომესს მიიჩნევს

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" თავდამსხმელით, მარიო გომესით მადრიდის "რეალი" დაინტერესდა.

მადრიდული კლუბი 27 წლის ფეხბურთელის ვარიანტს იმ შემთხვევაში განიხილავს, თუ გონსალო იგუაინი "სამეფო კლუბს" დატოვებს და "ნაპოლის" ფორვარდის, ედინსონ კავანის ტრანსფერი ჩაიშლება.

ადრე გომესს გადასვლას ლონდონის "ჩელსიში", "მანჩესტერ სიტიში", "ნაპოლისა" და "ფიორენტინაში" უწინასწარმეტყველებდნენ.

როგორც ჩანს, გომესი "ბაიერნის" ახალი მთავარი მწვრთნელის, ხოსეპ გვარდიოლას გეგმებში არ შედის და შესაძლოა, ზაფხულში გუნდი დატოვოს.

დასრულებულ გერმანიის ჩემპიონატში გომესმა 21 შეხვედრაში 11 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

მომზადებულია AS-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული