"მარკას" რჩეულები: ტიბო კურტუადან ლეო მესიმდე

AutoSharing Option
გაზეთმა "მარკამ" 150 ათასი მკითხველი გამოჰკითხა სეზონის სიმბოლური ნაკრების გამოსავლენად. მკითხველებს არჩევანის გაკეთება თითოეული პოზიციის მიხედვით უწევდათ.

ასე მოხვდა ლა ლიგის 2012/13 წლების სიმბოლურ ნაკრებში "ბარსელონას" 4, "რეალის" 3, "ატლეტიკოს" და "რეალ სოსიედადის" 2-2 წარმომადგენელი.

სუპერშემტევი ტრიო
საუკეთესო გოლკიპერის ნომინაციაზე უდიდესი უპირატესობით გაიმარჯვა მადრიდის "ატლეტიკოს" ბელგიელმა მეკარემ ტიბო კურტუამ. ახალგაზრდა გოლკიპერმა ხმების 70% მიიღო, რაც სულაც არ არის გასაკვირი, მან ხომ 36 თამაშში მხოლოდ 28 ბურთი გაუშვა და "მარკას" ზამორას ტროფეის მფლობელიც გახდა.

სხვათა შორის, ახლახან ბელგიელმა განაცხადა, რომ ლონდონის
"ჩელსიში" არც გაისად დაბრუნდება და ისევ "როხიბლანკოს" ღირსებას დაიცავს. კურტუა "ატლეტიკოში" იჯარითაა, ისე კი რომან აბრამოვიჩის "ჩელსის" კუთვნილებაა.

მარჯვენა მცველის პოზიციაზე იმარჯვა "რეალ სოსიედადის" კარლოს მარტინესმა. ბასკმა გაუსწრო დანი ალვეშს (ბარსელონა) და ანტონიო რუკავინას (ვალიადოლიდი).

მარცხენა მცველებში მკითხველებმა "ბარსელონას" ჟორდი ალბა გამოარჩიეს. ესპანეთის ნაკრებში დამკვიდრებულმა ახალგაზრდა მცველმა აჯობა ბრაზილიელ ფილიპე ლუიშს (ატლეტიკო) და ფრანგ ჟერემი მატიოს (ვალენსია).

ცენტრალურ მცველებში ესპანურმა წყვილმა იმარჯვა: სერხიო რამოსმა "რეალიდან" და ინიგო მარტინესმა "რეალ სოსიედადიდან". მათ აჯობეს ჟერარდ პიკეს (ბარსელონა), მირანდას (ატლეტიკო), ექტორ მორენოს (ესპანიოლი) და ფედე ფერნანდესს (ხეტაფე).

ნახევარდაცვის სამეულში ყველაზე მეტი ხმით სერხიო ბუსკეტსი მოხვდა. მის გარდა სიმბოლურში აირჩიეს ანდრეს ინიესტა (ორივე "ბარსელონა") და მესუთ იოზილი (რეალი).

შეტევაში კი ყველაფერი ლოგიკურადაა - სიმბოლურში მოხვდა ლა ლიგის პირველი სამი ბომბარდირი: ლიონელ მესი (ბარსელონა), კრიშტიანო რონალდო (რეალი) და რადამელ ფალკაო (ატლეტიკო). ამ სამეულმა ჯამში ლა ლიგაში 108 გოლი გაიტანა!

ლა ლიგის საუკეთესო მწვრთნელად "მარკას" მკითხველებმა დიეგო სიმეონე დაასახელეს. "ატლეტიკოს" არგენტინელმა მწვრთნელმა სულ ცოტათი გაასწრო "რეალ სოსიედადის" ფრანგ თავკაც ფილიპ მონტანიეს.

საბოლოოდ, სიმბოლური ნაკრები ასე გამოიყურება: კურტუა - კ. მარტინესი, ს. რამოსი, ი. მარტინესი, ალბა - იოზილი, ბუსკეტსი, ინიესტა - მესი, ფალკაო, რონალდო.

Sportall.Ge

ისკო - აღმოჩენა, მუნიაინი - იმედგაცრუება
"მარკამ" მკითხველებს სეზონის 11 აღმოჩენის და 11 იმედგაცრუების დასახელებაც შესთავაზა, პოზიციების მიხედვით.

სეზონის აღმოჩენათა ნაკრები ასეთია: ადრიანი (ბეტისი) - ანტონიო რუკავინა (ვალიადოლიდი), ხორდი ამატი (რაიო ვალეკანო), რაფაელ ვარანი (რეალი), ანტუნეში (მალაგა) - პატრიკ ებერტი (ვალიადოლიდი), ასიერ ილიარამენდი (რეალ სოსიედადი), ისკო (მალაგა) - კარლოს ველა (რეალ სოსიედადი), იმანოლ აგირეჩე (რეალ სოსიედადი), დიეგო კოშტა (ატლეტიკო). მწვრთნელი: პაკო ხემესი (რაიო ვალეკანო).

როგორც ხედავთ, აქ უმეტესობა სანსებასტიანური კლუბიდანაა, გუნდში სამი ასეთი ფეხბურთელია.

სეზონის იმედგაცრუებათა ნაკრები ასეთია: გორკა ირაისოსი (ბილბაო) - მიკაელ ესიენი (რეალი), ალბერტო ბოტია (სევილია), ოგუჩი ონიევუ (მალაგა), ევალდო (დეპორტივო) - იკერ მუნიაინი (ბილბაო), ალექს სონგი (ბარსელონა), კაკა (რეალი) - ადრიან ლოპესი (ატლეტიკო), ბაბა დიავარა (სევილია), ალექსის სანჩესი (ბარსელონა).

როგორც ხედავთ, ბოლო ტურებში გამოცოცხლების მიუხედავად, "ანტინაკრებში" ალექსის სანჩესი მოხვდა. ამ გუნდში "რეალიდან" და "ბარსადან" 2-2 ფეხბურთელია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
Goal.com-ის რჩეულები: ლიონელ მესიდან ხოსე კალეხონამდე
მკითხველის კომენტარები / 2 /
მოუს ბრალია კაკას რო არ ათამაშებდა. მძლივს არ აახვია, მოვა ეხლა კარლიტო და ის მეტ დროს მისცემს :)
EL 92
00:34 12-06-2013
0
მაურინიოს გავარტყი კაკა იმედგაცრუება როა
gfhkjhxcvxc
21:47 11-06-2013
0

სიახლეები პოპულარული