ზინედინ ზიდანმა "რეალის" სპორტულ დირექტორობაზე უარი თქვა

AutoSharing Option
ესპანური მედიის ცნობით, მადრიდის "რეალის" ლეგენდამ ზინედინ ზიდანმა უარი თქვა კლუბის სპორტულ დირექტორობაზე, რადგან სამწვრთნელო მოღვაწეობის დაწყება სურს.

ფრანგი მოწადინებულია, "რეალის" მომავალი მთავარი მწვრთნელის ასისტენტი გახდეს. სავარაუდოდ, ის ამ საკითხზე კარლო ანჩელოტის უკვე მოელაპარაკა კიდევაც.

"მარკას" ცნობით, 12 ივნისს ზიდანი ფლორენტინო პერესს შეხვდება და "რეალის" საჭირბოროტო საკითხებზე მოელაპარაკება. ამ თემაზე უფრო მეტი მხოლოდ მათი შეხვედრის შემდეგ გაირკვევა.

ასევე იხილეთ:
ფლორენტინო პერესი: გამორიცხული არაა, "რეალი" ზინედინ ზიდანმა გაწვრთნას
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული