ფლორენტინო პერესი: გამორიცხული არაა, "რეალი" ზინედინ ზიდანმა გაწვრთნას

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი არ გამორიცხავს, რომ კლუბში სპორტულ დირექტორად დაბრუნებული ზინედინ ზიდანი გუნდის მთავარი მწვრთნელი გახდეს.

ვარაუდობდნენ, რომ "ჩელსიში" წასული ჟოზე მოურინიოს ადგილს კარლო ანჩელოტი დაიკავებდა, თუმცა იტალიელი სპეციალისტი პსჟ-ში მუშაობით ისევე კმაყოფილია, როგორ მისით პარიზული კლუბის ხელმძღვანელობა.

შედეგად, პრეზიდენტის თანამდებობაზე ხელმეორედ არჩეული პერესი "რეალის" მწვრთნელად ზიდანის დანიშვნას არ გამორიცხავს, მიუხედავად იმისა, რომ ლეგენდარულ ფრანგ ფეხბურთელს მწვრთნელად აქამდე არ უმუშავია.

"რეალი" შესაძლოა, ზინედინმა გაწვრთნას. მას საკმარისად აქვს კვალიფიკაცია და ის ჩვენი კლუბის ნაწილია.

ეს საკითხი ჯერჯერობით არ განგვიხილავს,
თუმცა მომავალში ამაზე ვილაპარაკებთ.

ვფიქრობ, ზიდანს შეუძლია იმუშაოს როგორც ოფისში, ისე სამწვრთნელო სკამზე",
- აქვეყნებს პერესის სიტყვებს Football Espana.

ასევე იხილეთ:

ფლორენტიო პერესი "რეალის" პრეზიდენტად უალტერნატივოდ აირჩიეს
ზინედინ ზიდანი მადრიდის "რეალის" სპორტული დირექტორი გახდება
ჟოზე მოურინიო: ბოსთან 5 წუთი ვილაპარაკე და დაბრუნება გადავწყვიტე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული