სესკ ფაბრეგასი: ნეიმარმა უნდა იცოდეს, გუნდში ლიდერი მესია!

AutoSharing Option
"ბარსელონას" შემტევ ნახევარმცველ სესკ ფაბრეგასს დაეკითხნენ, რამდენად შეძლებენ ლიონელ მესი და ნეიმარი ერთ გუნდში წარმატებულ თამაშს.

ესპანელის კომენტარი, ვფიქრობთ, პირველ რიგში, ნეიმარს დააფიქრებდა:

"საუბარია ორ ძალიან ძლიერ ფეხბურთელზე. ლეო მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია ბოლო წლებია და ის ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს სტატუსი არ დაკარგოს. ბუნებრივია, რომ ნეიმარსაც სურს, პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს.

მთავარია, მან იცოდეს, რომ "ბარსელონაში" ლიდერი ლეო მესია, ხოლო მისმა თანაგუნდელებმა უნდა იცოდნენ, რომ გუნდის ინტერესები ყველაფერზე მაღლაა. მესის ყოველთვის უყვარდა ტიტულების მოგება და ასე გაგრძელდება"
.

ასევე იხილეთ:
ნეიმარი
მალე რონალდოს და მესის გაასწრებს... მაისურების გაყიდვაში

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული