მადრიდის "რეალი" კარლო ანჩელოტის 17 ივნისს წარადგენს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალი" კარლო ანჩელოტის გუნდის მთავარ მწვრთნელად დანიშნვის შესახებ 17 ივნისს გამოაცხადებს.

54 წლის იტალიელი სპეციალისტის ოფიციალური წარდგენა "სანტიაგო ბერნაბეუზე" გაიმართება.

ამჟამად პსჟ-სა და "სამეფო კლუბს" შორის მოლაპარაკების ბოლო დეტალები ფორმდება, რომლის მიხედვით მადრიდელებმა ფრანგებს კომპენსაციის სახით 2 მილიონი ევრო უნდა გადაუხადონ.

Cadena Cope-ს ცნობით, "რეალის" მთავარი სატრანსფერი სამიზნეები იქნებიან "ნაპოლის" თავდამსხმელი ედინსონ კავანი და ტურინის "იუვენტუსის" ნახევარმცველი არტურო ვიდალი.

შეგახსენებთ, რომ "ნაპოლი" კავანის სანაცვლოდ 63 მილიონ ევროს ითხოვს, ხოლო "იუვენტუსს" ვიდალში 50 მილიო ევრო უნდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული