54 წლის იტალიელი სპეციალისტის ოფიციალური წარდგენა "სანტიაგო ბერნაბეუზე" გაიმართება.
ამჟამად პსჟ-სა და "სამეფო კლუბს" შორის მოლაპარაკების ბოლო დეტალები ფორმდება, რომლის მიხედვით მადრიდელებმა ფრანგებს კომპენსაციის სახით 2 მილიონი ევრო უნდა გადაუხადონ.
Cadena Cope-ს ცნობით, "რეალის" მთავარი სატრანსფერი სამიზნეები იქნებიან "ნაპოლის" თავდამსხმელი ედინსონ კავანი და ტურინის "იუვენტუსის" ნახევარმცველი არტურო ვიდალი.
შეგახსენებთ, რომ "ნაპოლი" კავანის სანაცვლოდ 63 მილიონ ევროს ითხოვს, ხოლო "იუვენტუსს" ვიდალში 50 მილიო ევრო უნდა.