ზინედინ ზიდანი: თუ გარეთ ბეილს "რეალში" მართლა სურს, უნდა თქვას

AutoSharing Option
ზინედინ ზიდანი, რომელიც მადრიდის "რეალის" სპორტულ პროექტში უკვე ჩაერთო, თუმცა კონკრეტული თანამდებობა ჯერ არ აქვს, მიიჩნევს, რომ დროა, გარეთ ბეილმა გადაწყვიტოს, სურს თუ არა "რეალში" თამაში.

იმისთვის, რომ უელსელმა, რომელიც "ტოტენჰემში" ირჯება, დააჩქაროს თავისი ტრანსფერი "სამეფო კლუბში", ზიდანის აზრით, პირველ რიგში, საჯაროდ უნდა განაცხადოს, რომ "რეალში" გადასვლა სურს.

"მე მგონი, მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობამ ძალიან პირდაპირ განაცხადა, რომ დაინტერესებულია გარეთ ბეილით. კარგად ჩანდა, რომ ჩვენ არც ფეხბურთელის ფასი გვაშინებს. თუკი ბეილი თვლის, რომ მართლაც მოვიდა ტრანსფერის დრო, პირველ რიგში, ის უნდა
დაელაპარაკოს "ტოტენჰემის" ხელმძღვანელობას და საჯაროდ განაცხადოს "რეალში" თამაშის სურვილის შესახებ"
, - განაცხადა ლეგენდარულმა ფრანგმა.

ამას წინათ ესპანურ პრესაში დაიწერა, თითქოს, "რეალი" ბეილის სანაცვლოდ 100 მილიონი ევროს გადახდაზეც თანახმაა, თუმცა "ტოტენჰემში" ამტკიცებენ, რომ უელსელი გაისადაც ინგლისში დარჩება.

ასევე იხილეთ:
მადრიდის "რეალი" გარეთ ბეილში 100 მილიონ ევროს იხდის!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული