"ესპანიოლის" ლიდერი "ბეტისში" გადავიდა

AutoSharing Option
სევილიურმა "ბეტისმა" "ესპანიოლიდან" 30 წლის გამთამაშებელი ჟოან ვერდუ გადაიყვანა.

ვერდუმ წარმატებით გაიარა სამედიცინო შემოწმება და ანდალუსიურ კლუბთან 4-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა. "ბეტისს" ვერდუ ევროც არ დაჯდომია, რადგან ის თავისუფალი აგენტია.

გასულ ლა ლიგაში ჟოან ვერდუმ 37 თამაშში მიიღო მონაწილეობა, 9 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა. კატალონიურ კლუბში ის ერთ-ერთი კაპიტანი იყო, თუმცა ევროთასებზე ასპარეზობის პერსპექტივამ მას არჩევანი "ბეტისის" სასარგებლოდ გააკეთებინა.

ჟოან ვერდუ "ბარსელონას" აღზრდილია, თუმცა ის სარეზერვო გუნდს ვერ გაცდა. 2006-09 წლებში "დეპორტივოში" თამაშობდა, მაგრამ მშობლიურ ქალაქში დაბრუნდა და
"ესპანიოლთან" 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ასევე იხილეთ:
პრიმერას ტრანსფერები: ეს უკვე ტენდენციაა, ესპანეთიდან გარბიან!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული