ფლორენტინო პერესი: კრიშტიანო რონალდოსთან კონტრაქტის გაგრძელებას სეზონის წინ გამოვაცხადებთ

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა განაცხადა, რომ ახალი კონტრაქტი კრიშტიანო რონალდოსთან აუცილებლად გაფორმდება.

პერესის თქმით, ამის შესახებ ოფიციალურად სეზონის დაწყებამდე გამოცხადდება:

"ეს ჩვენი მთავარი აქტივია - რონალდოს ირგვლივ გუნდის მომავალი უნდა ავაშენოთ.

მალე ყველაფერი გაირკვევა. ეჭვიც კი არ მეპარება, რომ კრიშტიანო კარიერას აქ, "რეალში" დაასრულებს.

ახალი კონტრაქტის შესახებ სეზონის დაწყებამდე
ერთად გამოვაცხადებთ", - განაცხადა "რეალის" პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ 28 წლის პორტუგალიელს ხელშეკრულება 2015 წლის ზაფხულში უსრულდება.

ასევე იხილეთ:
კრიშტიანო რონალდო: მჯერა, მადრიდის "რეალთან" მოვილაპარაკებ და შევთანხმდები
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული