ესტაფეტა: მიუნხენი-მადრიდი
ევროპაში ახალ მთავარ მწვრთნელთა პრეზენტაციების კვირეულია - მიუნხენიდან ესტაფეტა მადრიდმა გადაიბარა: სამშაბათს "ბაიერნმა" ხოსეპ გვარდიოლა წარადგინა, ოთხშაბათს "რეალმა" - კარლო ანჩელოტი. შეგახსენებთ, რომ ერთი დღით ადრე გახდა ცნობილი, რომ 54 წლის იტალიელი "რეალს" სამი წლით ჩაიბარებს.
ფლორენტინო პერესი: "კარლო ანჩელოტის უმაღლეს დონეზე მრავალი გუნდი გაუწვრთნია, თუმცა მისი ოცნება დიდი
კარლო ანჩელოტი: "ენთუზიაზმით აღსავსე ვარ და გახარებული. ესპანურად ძალიან ცუდად ვლაპარაკობ, მაპატიეთ, მაგრამ ამ ნაკლს მალე გამოვასწორებ. ძალზე ბედნიერი ვარ, რომ მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული გუნდის მთავარი მწვრთნელი ვარ. მადლობა "რეალის" ხელმძღვანელობას, რომ ეს ოცნება ამიხდინეს. ამავე დროს, მინდა მადლობა გადავუხადო "პარი სენ-ჟერმენს" საოცარი და სასარგებლო გამოცდილებისთვის, რაც მე საფრანგეთში მუშაობისას მივიღე.
მიზანი ნათელია: ყველაზე პრესტიჟულმა გუნდმა უნდა ითამაშოს შემტევი, ლაღი ფეხბურთი და მოიგოს ტიტულები. ყველაფერი, რაც წარმატებული მუშაობისთვის მჭირდება, "რეალში" ჩემ ხელთაა. იმედია, პრეზიდენტის, ფეხბურთელებისა და ფანების მხარდაჭერით, ჩვენ კარგ შედეგებს მივაღწევთ".
სამწუხაროა, რომ მოედანზე ვერ დაგვეხმარება
ლამაზ პრეზენტაციებს, რა თქმა უნდა, თავისი ადგილი აქვს, თუმცა ჩვენი აზრით, დღის მთავარი მესიჯი სულ სხვა იყო: კარლო ანჩელოტიმ ასისტენტად ზინედინ ზიდანი დაასახელა, რომელმაც სამწვრთნელო მოღვაწეობის გულისთვის "რეალის" სპორტულ დირექტორობაზეც უარი თქვა.
"მე მოხარული ვარ, რომ ზინედინ ზიდანთან ერთად ვიმუშავებ. ის ფანტასტიკური ფეხბურთელი იყო და ახლა მწვრთნელობა გადაწყვიტა. ზინედინი ბრწყინვალე ასისტენტი იქნება. ერთი იმაზე მწყდება გული, რომ მოედანზე ვერ დაგვეხმარება", - იხუმრა ანჩელოტიმ.
ფლორენტინო პერესმა ერთ-ერთი გამოსვლისას ზუსტად ასე თქვა: "დღეისათვის კარლო ანჩელოტი "რეალისთვის" იდეალური ვარიანტია". დიახ, დღეისათვის...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
კარლო ანჩელოტი: მადრიდის "რეალის" მწვრთნელი ვარ - ჩემი ოცნება ახდა