შეგახსენებთ, რომ 2012/13 წლების სეზონში პორტუგალიელმა თავკაცმა იკერი ჯერ სათადარიგოთა სკამზე გაამწესა, შემდეგ კი მეკარემ თითი იტკინა და გარკვეული პერიოდი მოედანს ჩამოშორდა.
და აი, ახლა, რამდენიმე თვის გასვლისა და "რეალიდან" მოურინიოს წასვლის შემდეგ, კასილიასმა მაშინდელი განცდები სააშკარაო გახადა.
"უპირველეს ყოვლისა, გუნდზე ვფიქრობდი და მას მხოლოდ საუკეთესოს ვუსურვებდი. მაგრამ მე ვტიროდი, ვშფოთავდი, თავს ცუდად ვგრძნობდი და ზოგჯერ ვერც ვიძინებდი.
მე სულით ხორცამდე
ჩემთვის ძნელი იყო იმ სიტუაციაში აღმოჩენა, რომელშიც მანამდე არასდროს ვყოფილვარ. თუმცა დღეს ეს უკვე წარსულია, მე შევიცვალე", - ამბობს კასილიასი.
გოლკიპერს იმედი აქვს, რომ ვისენტე დელ ბოსკეს ნდობა და კონფედერაციათა თასზე ასპარეზობა ძალიან დაეხმარება გასული სეზონის დავიწყებაში.
"როდესაც ხუთი თვე თამაშგარეთ ხარ, გარკვეული დრო გჭირდება, რათა ყველაფერი გაიაზრო.
საბედნიეროდ, მწვრთნელი და პარტნიორები კარგად მექცევიან, რადგან ასეთ დროს მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. მეკარეს თავდაჯერებას სათამაშო წუთები აძლევს და როდესაც გეძლევა თავის გამოჩენის საშუალება და გენდობიან, ეს ძალიან გეხმარება.
დელ ბოსკე ყურადღებით აკვირდებოდა ჩემი გამოჯანმრთელების პროცესს და საბედნიეროდ, ხელი სრულებით მომირჩა. მეტიც, ის უფრო უკეთესი გახდა, ვიდრე მანამდე იყო", - დასძინა ხუმრობით მეკარემ, რომლის სიტყვებს ფიფას ოფიციალური საიტი აქვეყნებს.
შეგახსენებთ, რომ 27 ივნისს, ბრაზილიაში მიმდინარე კონფედერაციათა თასზე ესპანეთის ეროვნული გუნდი იტალიას ტურნირის ფინალური საგზურისთვის დაუპირისპირდება.