"მალაგას" ყოფილი ფეხბურთელი 3 ივლისს დილით ჩავიდა მადრიდში, წარმატებით გაიარა სამედიცინო შემოწმება და "სამეფო კლუბთან" 5-წლიანი კონტრაქტიც გააფორმა.
ისკო "რეალში" 23-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. 2003 წლიდან ამ ნომრით 4 სეზონი დევიდ ბექჰემი თამაშობდა "რეალში". შემდეგ ეს მაისურა ვესლი სნეიდერს, რაფაელ ვან დერ ვაარტს და მესუთ იოზილს ეცვათ. ბოლო ორი სეზონი კი 23 ნომერი ვაკანტური იყო.
ასევე იხილეთ:
ისკო რეალელია: 5-წლიანი კონტრაქტი და 24 მილიონი ევრო