2012 წლის "გოლდენ ბოის" პრიზის მფლობელი (ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი), ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის ნამდვილი რეალელია. 3 ივლისი დატვირთული აღმოჩნდა ისკოსთვის. ახალგაზრდული ჩემპიონატის ტრიუმფიდან ბევრი დრო არ გასულა, რომ ისკო მადრიდში ჩავიდა, გაიარა სამედიცინო შემოწმება ("რეალის" ექიმი აღფრთოვანებული დარჩა, ბიჭი სუპერჯანმრთელიაო) და ხელი 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა.
"სანტიაგო ბერნაბეუზე" გამართულ
ისკოს კომენტარი კი ასეთი იყო: "ნებისმიერი ფეხბურთელისთვის მადრიდის "რეალში" თამაში კარიერის პიკია და მე ბედნიერი ვარ". სხვათა შორის, ადრე ისკო ამტკიცებდა, რომ "ბარსელონაზე" უკეთესი კლუბი დედამიწის ზურგზე არ არსებობს.
ახალგაზრდა ფეხბურთელმა დღე "რეალ ტვ"-ისთვის ინტერვიუს მიცემით დაასრულა:
- ყოველდღე არ ხდება კონტრაქტის გაფორმება მსოფლიოში საუკეთესო კლუბთან. დღევანდელი დღე ჩემს კარიერაში საუკეთესოა. "რეალის" მაისურის ჩაცმა ბევრისთვის ისეთი რამაა, რომ ოცნებაც კი ძნელია. "ბერნაბეუზე" რომ გავედი, სიამაყით აღვივსე, ამდენი ხალხი რომ მელოდა. პრეზიდენტი ძალიან მენდობა. მე მას მადლობას მოედანზე კარგი თამაშით გადავუხდი.
- თქვენი ოჯახიც აქაა, როგორი იყო მათი რეაქცია თქვენს ტრანსფერზე?
- ყველა ბედნიერია, რომ მე ამას მივაღწიე. ჩემი ოჯახი ყოველთვის გვერდში მედგა, ჭირშიც და ლხინშიც.
- "მალაგაში" თქვენი სიტყვა თქვით. რა შთაბეჭდილებებით წამოხვედით იქიდან?
- ეს იყო ჩემი კარიერის ორი ბრწყინვალე წელი. მე გუნდთან ერთად ბევრს მივაღწიე, რაც ამ გუნდისთვის მანამდე საოცნებო იყო.
- თქვენ სამ სეზონში საოცარ პროგრესს მიაღწიეთ...
- მართლაც, სამი წლის წინ მე ვთამაშობდი მესამე დივიზიონში, ახლა კი აქ ვარ, მადრიდის "რეალში".
- ვინ შეასრულა მთავარი როლი თქვენს ფეხბურთელობაში?
- ჩემმა ძმამ ხელი შემიწყო. სულ პატარა ვიყავი, როცა თავის მეგობრებთან დავყავდი ფეხბურთის სათამაშოდ, რომლებიც ჩემზე დიდები იყვნენ.
- ბავშვობაში "რეალის" რომელი ფეხბურთელი მოგწონდათ?
- ზიდანის თამაშის ყურება ერთი სიამოვნება იყო. ეს იყო დიდი საფეხბურთო კლასის ფეხბურთელი და ძალიან ამაყი ვარ, რომ ჩემს ტრანსფერში სწორედ მას მიუძღვის წვლილი.
- დღევანდელ მოთამაშეებზე რას იტყვით?
- კრიშტიანო მხეცია, ჩაბი ალონსო, იოზილი, სერხიო რამოსი, ყველანი ძალიან მაგრები არიან.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ისკო რეალელია: 5-წლიანი კონტრაქტი და 24 მილიონი ევრო