ისკო: ჩემს ძაღლს მესი ჰქვია, მაგრამ სახელს ვეღარ გადავარქმევ, აღარ დამიჯერებს

AutoSharing Option
3 ივლისს "სანტიაგო ბერნაბეუზე", პრეზენტაციაზე, 21 წლის ახალწვეულმა ისკომ პუბლიკა გაამხიარულა. აღმოჩნდა, რომ ახალგაზრდა ნახევარმცველს იუმორის შესანიშნავი გრძნობა აქვს.

ისკოს ჰყავს ძაღლი, რომელსაც "მესი" ჰქვია. ჟურნალისტები ამტკიცებენ, რომ ეს იმის ნიშანია, რომ ანდალუსიელს არგენტინელი ფორვარდი და "ბარსელონა" მოსწონდა, ხოლო "რეალის" ფანი არასოდეს ყოფილა.

"ასე სულაც არ არის. მეორე ძაღლიც მყავდა, რომელსაც "ფიგუ" ერქვა. რაც შეეხება "მესის", სახელს ნამდვილად ვეღარ გადავარქმევ, იმიტომ, რომ აღარ დამიჯერებს".

ისკო ძაღლებს საყვარელი ფეხბურთელების საპატივცემულოდ არქმევს სახელებს. ასეთი ჯერ ლუიშ ფიგუ იყო, ახლა კი ლიონელ მესია.

ასევე იხილეთ:

ისკომანია "რეალში"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ისე ძაღლებს გვარებსაც თუ აძლევდნენ პირველად გავიგე. თუ მესის სცემდა პატივს ლეო მაინც დაერქმია. მე მგონი მადრიდელებს უძვრება.
giorgi
09:36 05-07-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული