მადრიდის "რეალი": ანტონიო ადანი თავისუფალია

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობამ გუნდის გოლკიპერ ანტონიო ადანს განუცხადა, რომ შეუძლია ნებისმიერ კლუბთან აწარმოოს მოლაპარაკება, იმის მიუხედავად, რომ მას კონტრაქტით კიდევ 1 სეზონი უნდა ეთამაშა "სამეფო კლუბში".

შარშანდელი სეზონი ადანმა მეორე მეკარედ დაიწყო, შემდეგ ერთი პერიოდი ჟოზე მოურინიომ 26 წლის ადანი იკერ კასილიასსაც არჩია. კაპიტნის ტრავმიანობის დროს პირველი მეკარე დიეგო ლოპესი იყო, შემდეგ ადანი სულაც მესამე მეკარე გახდა. ბოლოს კი პორტუგალიელმა მწვრთნელმა ადანს ხესუსიც კი არჩია.

ადანის აგენტი ინიაკი ესპიზუა კლუბის ხელმძღვანელობას შეხვ
და, რომელთანაც საუბრის შემდეგ გაირკვა, რომ ანჩელოტი უპირატესობას კასილიასს და ლოპესს მიანიჭებს, მესამე მეკარე კი მეხიასი იქნება. ხესუსს და ადანს კი წასვლა მოუწევთ, რაშიც მათ კლუბი ხელს აღარ შეუშლის.

ადანს მიწვევები არ აკლია ესპანური და უცხოური კლუბებიდან, რომელთაგანაც ის ისეთს შეარჩევს, სადაც სტაბილურად მოუწევს თამაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
როგორი შემტევი ექვსეული სურთ მადრიდის "რეალის" ფანებს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული