მადრიდის "რეალის" ახალი ფეხბურთელი ოჯახის და ბასკეთის დიდი პატრიოტია

AutoSharing Option
23 წლის ასიერ ილიარამენდის სანაცვლოდ მადრიდის "რეალმა" სან სებასტიანის "რეალ სოსიედადს" 38,9 მილიონი ევრო გადაუხადა.

გაირკვა, რომ ბასკი ნახევარმცველი "რეალში" 24-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

თქვენს წინაშე კი წვივსაფარია, რომლითაც ასიერ ილიარამენდი მატჩებზე გამოდის.

როგორც ბევრი ფეხბურთელი, ასიერიც "ბლინდაქსის" ფირმის წვივსაფარებს ხმარობს, რომელიც კარბონისგან არის დამზადებული. თუმცა მთავარი ამ შემთხვევაში წვივსაფარის გაფორმებაა.

ერთ მხარეს ოჯახის წევრების და ახლო ნათესავების ფოტოა, სადაც წერია ანდონი. ანდონი მისი პატარა ბიძაშვილია, როგორც ფეხბურთელი ამბობს, მისი ყველაზე დიდი ფანი. მეორე წვივსაფარს მუტრიკუ აწერია, ფეხბურთელის მშობლიური ქალაქის სახელი
და, რა თქმა უნდა, აქვეა ბასკთა ქვეყნის დროშაც.

სხვათა შორის, ილიარამენდის პრეზენტაციას პატარა ანდონიც ესწრებოდა და უზომოდ ამაყიც იყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მადრიდის "რეალმა" ასიერ ილიარამენდი 39 მილიონად იყიდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული