ვიგოს "სელტას" ახალწვეული: ტიაგოს ძმა რაფაელი

AutoSharing Option
22 წლის ტიაგო ალკანტარა არ ჩამოდის სპორტული პრესის პირველი გვერდებიდან. აი, ამ ფონზე მისმა უმცროსმა ძმამ, რაფაელ ალკანტარამ პირველად მოირგო ვიგოს "სელტას" მაისურა, სადაც გაატარებს კიდევაც "ბარსელონას" ნახევარმცველი სეზონს იჯარის წესით.

20 წლის რაფინიას "ტრანსფერმარკტი" ძმაზე შედარებით ნაკლებ ფასად აფასებს - 7,5 მილიონ ევროს. მან ახლახან გაახანგრძლივა კონტრაქტი "ბარსელონასთან", თუმცა სათამაშო პრაქტიკისთვის კლუბმა გადაწყვიტა მისი განათხოვრება.

"სელტა" რაფინიასთვის იდეალური ვარიანტია - გუნდი ლა ლიგაში ითამაშებს, მისი მწვრთნელი ლუის ენრიკე იქნება, ხოლო ეს გალისიური კლუბი ახლობლურია ძმებისთვის, იქ მათი მამა მაზინიო
თამაშობდა.

სხვათა შორის, რაფაელ ალკანტარას პრეზენტაციაზე ვიგოს სტადიონზე სულ მცირე, 4 ათასი გალისიელი ფანი მივიდა. მიუნხენში მისი უფროსი ძმა ტიაგო შეკრებს ამდენ ფანს პრეზენტაციაზე? გვეეჭვება.





მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული