"ბარსელონას" ფანებს მწვრთნელად მარსელო ბიელსა სურთ

AutoSharing Option
"მარკას" ვებგვერდზე მიმდინარეობს გამოკითხვა, თუ ვინ სურთ "ბარსელონას" მთავარ მწვრთნელად ტიტო ვილანოვას ნაცვლად.

ჯერჯერობით თითქმის 9 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა გამოკითხვაში.

დასკვნის გამოტანა უკვე შეიძლება - "ბარსას" ფანებს ყველაზე მეტად არგენტინელი მარსელო ბიელსას კანდიდატურა მოსწონთ, რომელიც ბოლო სეზონში "ბილბაოს" წვრთნიდა.

ამის მიზეზი უთუოდ ისაა, რომ ბიელსა შემტევი ფეხბურთის მოყვარულია და ყველაზე ახლოსაა "ბარსელონას" თამაშის სტილთან. ბიელსას ხმა 37%-მა მისცა.

მეორე ადგილზე "ბარსელონას" სარეზერვო გუნდის ყოფილი თავკაცი ლუის ენრიკეა, რომელიც ახლა ვიგოს "სელტას" მწვრთნელია. ლუის ენრიკეს 27% უჭერს მხარს.

შემდეგ მოდიან:
ხერარდო "ტატა" მარტინო
(12%), მიკაელ ლაუდრუპი (9%), ანდრე ვილაშ-ბოაში (7%) და რუბი (6,9%).

შეგახსენებთ, რომ ავადმყოფობის გამო ტიტო ვილანოვა 19 ივლისს გადადგა და მის ნაცვლად დროებით ასისტენტი რუბი დაინიშნა.

ასევე იხილეთ:
"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი შესაძლოა ხერარდო მარტინო გახდეს
მკითხველის კომენტარები / 1 /
მარცელო ბიელსა არა ვილაშ ბოაში დანიშნონ და ვაპშე მოკლან ბარსელონა კაროჩე რა ბარსას საშველი არ დაადგა
Fibonacci
16:45 21-07-2013
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული