რობერტო სოლდადოს ნაცვლად "ვალენსია" ორ ფორვარდს იყიდის

AutoSharing Option
ჯერაც უცნობია, გააგრძელებს, თუ არა კარიერას 28 წლის ფორვარდი რობერტო სოლდადო "ვალენსიაში". სანამ ეს გაირკვევა, "ვალენსიას" ხელმძღვანელობამ უკვე გადაწყვიტა - თუკი "ჯარისკაცი" წავა, მის მაგივრად ერთბაშად ორ ფორვარდს იყიდიან.

კლუბში თავდამსხმელების კრიზისია, გუნდიდან წავიდა ნელსონ ვალდესიც. ახლა "ვალენსიაში" ირიცხებიან პაკო ალკასერი, ჟონასი და სოლდადო, რაც ისედაც ცოტაა. სხვათა შორის, 3 ამხანაგურ მატჩში სწორედ წინა ხაზში უჭირდა "ვალენსიას" - "ღამურებმა" მხოლოდ ერთხელ გაიტანეს.

"ვალენსია" სოლდადოში იმდენს ითხოვს, რაც მის გამოსასყიდი თანხაა - 30 მილიონ ევროს, "ტოტენჰემი" კი მზად არის, მასში 20
მილიონი ევრო გადაიხადოს.

შეგახსენებთ, რომ 2010 წელს "ვალენსიამ" "ხეტაფეს" სოლდადოში 10 მილიონი ევრო გადაუხადა. "ვალენსია" დაინტერესებული იყო კევინ გამეიროთი, მაგრამ ფრანგი "სევილიას" დარჩება. "ვალენსიას" აინტერესებს "უიგანის" შემტევი რუბენ როჩინა და პორტუგალიელი ელდერ პოშტიგა.




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული