ხერარდო მარტინო: ლიონელ მესისგან ყოველ წამს ახალს ელი

AutoSharing Option
ხერარდო მარტინომ, "ბარსელონას" ახალმა თავკაცმა, უკვე გააკეთა რამდენიმე კომენტარი. ერთ-ერთი ლიონელ მესის შეეხება.

შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ სანამ მარტინოს დანიშნავდნენ, მესიმ საჯაროდ მოიწონა მისი კანდიდატურა, მიუხედავად იმისა, რომ "ბარსელონას" ფანებს მარსელო ბიელსა და ან ლუის ენრიკე სურდათ.

ამბობენ, ამან გადამწყვეტი როლიც ითამაშა, როცა სანდრო როსელი მწვრთნელის საკითხს წყვეტდაო.

მესის ვალში არც მარტინო დარჩა:

"მესი ის ფეხბურთელია, რომელიც ყოველთვის აღგაფრთოვანებს. ყოველ მატჩში მისგან რაიმე ახალს ელი. ისეთი შთაბეჭდილება გრჩება, რომ მისი ფინტების და შესაძლებლობების არსენალი ამოუწურავია.

ადრე ბევრი ამბობდა, როდის იქნებოდა,
მარადონას შემდეგაც არგენტინელი ყოფილიყო მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი. ახლა კი სწორედ ასეა"
.

ასევე იხილეთ:
ლიონელ მესი: მე მომწონს ხერარდო მარტინო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული