ხერარდო მარტინო: "ბარსელონა" კი არ უნდა მომერგოს მე, არამედ მე უნდა მოვერგო "ბარსას" სტილს

AutoSharing Option
"ბარსელონას" ახალი თავკაცი ხერარდო "ტატა" მარტინო კლუბის მიზნებზე ლაპარაკობს ახალ სეზონში.

"ბარსელონას" თავისი სტილი აქვს, ამიტომ მე უნდა შევეგუო მის სტილს და არა პირიქით. ნელ-ნელა გავეცნობი სიტუაციას, რადგან მუშაობისთვის საუკეთესოდ ვიგრძნო თავი. ყველაზე რთული, ალბათ, ახალ კლუბში ადაპტაცია იქნება ჩემთვის.

ჩვენი მიზანი არ შეიცვლება, "ბარსელონა" ყოველ ტურნირში, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს, მხოლოდ გამარჯვებისთვის იბრძოლებს.

"ნიუელს ოლდ ბოისში" ყველას მადლობა უნდა გადავუხადო, რადგან იქ საოცარი წელიწად-ნახევარი გავატარე, რომლის კულმინაციაც "ბარსელონაში" გადასვლა იყო
", - განაცხადა მარტინომ.

შეგახსენებთ, რომ 24 ივლისს "ბარსელონა" ამხანაგურად გაეჯიბრება
მიუნხენის "ბაიერნს". ამ თამაშზე გუნდს რუბი გაიყვანს.

ასევე იხილეთ:
პროფაილი: "ბარსელონას" ახალი მწვრთნელი ხერარდო მარტინო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული