Goal.com: "ბარსელონა" დავიდ ლუისში 29 მლნ ევროს იხდის

AutoSharing Option
კატალონიელები ცენტრალური მცველის ძიებაში არიან და მიზეზი მარტივია - 35 წლის კარლეს პუიოლი ლაზარეთში ხშირად ხვდება, მის პოზიციაზე კი პრაქტიკულად ხავიერ მასკერანოს უწევს გარჯა.

რამდენიმე კვირის განმავლობაში პრესა აქტიურად წერდა პსჟ-იდან "ბარსელონაში" ტაიგო სილვას შესაძლო გადაბარგებაზე, თუმცა ახლახან გაირკვა, რომ ამ ტრანსფერს განხორციელება არ უწერია.

როგორც Goal.com წერს, კატალონელთა ახალი სამიზნე სხვა ბრაზილიელი მცველი დავიდ ლუისია. ის "ჩელსის" ძირითადი გუნდის უპირობო ფეხბურთელად იქცა, თუმცა ლონდონელთა სამწვრთნელო სკამზე ჟოზე მოურინიოს მოკალათების შემდეგ, როგორც ამბობენ, ფეხბურთელის პოზიციები შეირყა.

ამბობენ, რომ პორტუგალიელს ლუისის
გაყიდვა და მის პოზიციაზე სხვა ფეხბურთელის მოყვანა სურს.

არაოფიციალური ინფორმაციით, ლუისის სანაცვლოდ "ბარსელონა" მზადაა 29 მლნ ევრო გადაიხადოს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული