"ბარსელონა" "მანჩესტერ სიტის" ესპანელ ტალანტს ყიდულობს

AutoSharing Option
"ბარსელონა" მზადაა, 4 მილიონი ევრო გადაიხადოს დენის სუარესში.

19 წლის სუარესმა კატალონიური გრანდის ხელმძღვანელობა 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხიბლა. გალისიელი ცნობილია, კარგი პასით, მოედნის ხედვით და დამაგვირგვინებელი დარტყმით.

მან კარიერა "სელტაში" დაიწყო, საიდანაც "მანჩესტერ სიტიში" გადავიდა.

"ბარსელონა" მას 4-წლიან კონტრაქტს სთავაზობს, პირველ წელს ის სარეზერვო გუნდში გაატარებს, მომდევნო სამ წელს კი უკვე ძირითადში.

ახალგაზრდა შემტევ ნახევარმცველს 1 წელი რჩება კონტრაქტით "სიტისთან", თუმცა სავარაუდოდ, ის წავა გუნდიდან. "ბარსელონამდე" სუარესის ყიდვის სურვილი "ესპანიოლმა", "ვალენსიამ", "გრანადამ" და ისევ "სელტამ" დააფიქსირეს.

ასევე იხილეთ:
"ბარსელონა" მწვრთნელ
ხერარდო მარტინოს 7 გოლით მიეგება [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული