ისკო: მადრიდის "რეალში" ადაპტაცია კარგად მიდის

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა ისკომ "ლოს ანჯელეს გელაქსისთან" (3:1) ამხანაგური მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ თანაგუნდელებს შეეწყო.

"თანაგუნდელების დახმარებით გუნდში ადაპტაცია კარგად მიმდინარეობს. ვცდილობ, უბრალოდ ფეხბურთი ვითამაშო და საქმეებიც კარგად მიდის.

სეზონის დაწყებამდე გამართულ მატჩებში გუნდი ნელ-ნელა პოულობს საკუთარ სათამაშო რიტმს და ასევე თავდაჯერებულობასა და დადებით ემოციებს იმატებს.

მე და თანაგუნდელები ერთმანეთს ვუგებთ. მიხარია, რომ მატჩი ასე წარიმართა, ჩვენ მოვიგეთ და ასე უნდა გავაგრძელოთ",
- თქვა ისკომ.

მომზადებულია realmadrid.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული