კარლო ანჩელოტი: კრიშტიანო რონალდომ მოედანზე თავი კომფორტულად უნდა იგრძნოს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ მისი მოსვლის შემდეგ კრიშტიანო რონალდო ფუნქციებს არ შეიცვლის და ასევე აღნიშნა, რომ გუნდის შემტევ ხაზს გაძლიერება არ სჭირდება.

"კრიშტიანო რონალდოს დაცვაში თამაში არ მოუწევს. ის უბრალოდ მზად უნდა იყოს, როცა ბურთი ჩვენ გუნდს ექნება. მან მოედანზე თავი კომფორტულად უნდა იგრძნოს. ვერ ვხედავ მისი პოზიციის შეცვლის აუცილებლობას.

თავდასხმაში კრიშტიანო რონალდო გვყავს, რომელიც ამ ამპლუაში მსოფლიოში საუკეთესოა. მერე გვყავს ბენზემა, მორატა და ჰესე.

რა თქმა უნდა სხვა გუნდებშიც არიან კარგი ფორვარდები, მაგრამ ამ პოზიციებზე
უკვე გვყავს კარგი ფეხბურთელები, რომლებსაც მაღალი მიზნებისთვის შეუძლიათ ბრძოლა",
- თქვ ანჩელოტიმ.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული