ჟოზე მოურინიო: მადრიდში სპორტზე კი არ ფიქრობენ, არამედ პოლიტიკით არიან დაკავებული

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ მადრიდის "რეალში" საკუთარო მუშაობის პერიოდი გაიხსენა.

"მივხდი, რომ "რეალი" უბრალოდ კლუბი არაა. მადრიდში სპორტზე კი არ ფიქრობენ, არამედ პოლიტიკით არიან დაკავებული.

ჩემი იქ ყოფნის მეორე წელს ჩემპიონატი მოვიგეთ და ესპანეთის ისტორიაში საუკეთესო კლუბი გავხდით. მაშინ 100 ქულა დავაგროვეთ და 121 გოლი გავიტანეთ.

მომდევნო სეზონში კი არჩევნების გამო სპორტული თვალსაზრისი უკანა პლანზე გადაიწია. ამას მხოლოდ ის ადამიანები მიხვდებიან, ვინც გუნდში არიან.

თუმცა ეს სეზონი ცუდი არ გამოვიდა. ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავედით და ესპანეთის თასის ფინალში.

მაგრამ სეზონის დასრულება ერთი ტიტულით (ესპანეთის სუპერთასი) ჩემს გეგმებში არ შედის",
- თქვა მოურინიომ.

მომზადებულია ESPN-ის მიხედვით

ასევე იხილეთ:
ჟოზე მოურინიო: ახალგაზრდა ვიყავი და რივალდოს, ფიგუს, გვარდიოლასა და რონალდოს ვწვრთნიდი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული