ერთი რამის თქმა აქედანვე შეიძლება, ჯოშუას უდიდესი საფეხბურთო ნიჭი აქვს და შეიძლება, მისგან "რეალის" ვარსკვლავი დადგეს.
3 აგვისტოს ლოს ანჯელესელი ბიჭუნა "რეალის" აკადემიის სრულუფლებიანი წევრი გახდა, ის და მისი ოჯახი ესპანეთში გადადიან საცხოვრებლად.
პინადატის შესახებ ინფორმაცია "რეალის" ხელმძღვანელობას ადრევე ჰქონდა, ზაფხულის დასაწყისში მისი ოჯახი დათანხმდა "რეალის" წინადადებას, ხელშეკრულება კი ახლა გაფორმდა.
კრიშტიანო რონალდო ის ფეხბურთელია, რომელიც ჯოშუას შთაგონების მთავარი წყაროა, ამიტომაც ის პორტუგალიელის
სხვათა შორის, წლეულს მან 17 დღე გაატარა "ბარსელონას" აკადემია "ლა მასიაში", შემდეგ კი მიიღო "რეალის" წინადადება.