დავიდ ალბელდამ კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა

AutoSharing Option
"ვალენსიას" ნახევარმცველმა დავიდ ალბელდამ კარიერის დასრულების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

2012/13 წლების სეზონის დასრულების შემდეგ "ღამურებმა" ფეხბურთელს ახალი კონტრაქტი არ შესთავაზეს და 35 წლის ალბელდამ გადაწყვიტა ესპანეთში კარიერა აღარ გაეგძელებინა და წინადადებები საზღვარგარეთიდან განეხილა, თუმცა არც ერთმა შეთავაზებამ ფეხბურთელი არ დააინტერესა.

"ვალენსიას" ყოფილი კაპიტანი გუნდში 1996 წლიდან გამოდიოდა და ორჯერ იყო იჯარით "ვილიარეალში" 1996 და 1998 წელს.

15 სეზონის განმავლობაში ალბელდამ "ვალენსიას" მაისურით 481 მატჩი ჩაატარა, სადაც 9 გოლი გაიტანა.

"ღამურებთან" ერთად ვეტერან ფეხბურთელს მოგებული აქვს უეფას თასი და სუპერთასი, ხოლო
2002 და 2004 წლებში ესპანეთის ჩემპიონი გახდა.

ესპანეთის ნაკრებში ალბელდამ 51 შეხვედრა ჩაატარა. გარდა ამისა, მან მიიღო მონაწილეობა მსოფლიოს 2002 და 2006 წლების გათამაშებაში და ევროპის 2004 წლის ჩემპიონატში.

მომზადებულია futbol.as.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული