რაფაელ ვარანმა მადრიდის "რეალთან" ხელშეკრულება 2019 წლამდე გააგრძელა

AutoSharing Option
ფრანგული "ეკიპის" ცნობით, მადრიდის "რეალის" 20 წლის მცველმა რაფაელ ნადალმა კლუბთან ხელშეკრულება 2019 წლამდე გააგრძელა.

ფრანგმა მცველმა "რეალთან" პირველი ხელშეკრულება 2011 წელს დადო, ხელშეკრულებას ვადა 2017 წელს გასდიოდა. გარდა იმისა, რომ ვარანი კიდევ ორ სეზონს გაატარებს "სამეფო კლუბში", ის მეტ ხელფასსაც აიღებს.

ამასობაში ვარანმა მუხლის ტრავმა საბოლოოდ მოირჩინა და სრული დატვირთვებისთვის მზად არის.

ასევე იხილეთ:
"ბარსელონა" რაფაელ ვარანს ვერ შესწვდა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული