ბოლო მატჩში "სამეფო კლუბმა" შერეული შემადგენლობითაც შეძლო მილანის "ინტერის" განადგურება. ანგარიში კაკამ გახსნა. მისი პირველი დარტყმული სამირ ჰანდანოვიჩმა კი მოიგერია, მაგრამ თავად ბრაზილიელმა თავით დაამატა. ტაიმის ბოლოსკენ კრიშტიანო რონალდომ კაზემირუს შესანიშნავი პასი მიიღო და ჰანდანოვიჩს აჯობა. მესამე გოლი მეორე ტაიმში გავიდა, კაზემირუსთან ორთაბრძოლაში "ინტერის" ფორვარდმა რიკი ალვარესმა საკუთარი კარი დალაშქრა.
მოკლედ, "რეალმა" ამერიკული ტურნე ტრიუმფით მოიარა - მოიგო საერთაშორისო
კარლო ანჩელოტი: "კმაყოფილი ვარ გუნდის მოსამზადებელი ეტაპით, იმ სამუშაოთი, რაც ჩვენ ამერიკის კონტინენტზე გავწიეთ. "რეალში" ფანტასტიკური მიკლოკლიმატია, ყველაფერი კარგადაა - ჩვენ სეზონისთვის მზად ვართ! "ინტერთან" მოვალეობებს გუნდმა კარგად გაართვა თავი, მიუხედავად იმისა, რომ მოსამზადებელი პროცესი რთული იყო, ბიჭები დაღლილობას გრძნობდნენ".
რეალი-ინტერი 3:0
გოლები: 1:0 კაკა (12), 2:0 რონალდო (39), 3:0 რ. ალვარესი (68)
სესკის კოჭი
მაიამიდან ძალიან შორს, პლანეტის მეორე ნახევარზე "ბარსელონა" მალაიზიის ჩემპიონატის ნაკრებს დაუპირისპირდა და 3:1 იმარჯვა. კატალონიელთაგან ამ შეხვედრაში თავი სესკ ფაბრეგასმა, ნეიმარმა და ჟერარდ პიკემ გამოიჩინეს. თუმცა პოზიტიურს ნეგატივიც მოჰყვა - თამაშის დასრულებამდე 10 წუთით ადრე მეტოქესთან შეჯახებისას ფაბრეგასმა კოჭის ტრავმა მიიღო და ის მოედნიდან გაიყვანეს.
საეჭვოა, რომ სესკმა პირველი ტურისთვის გამომჯობინება შეძლოს. ის უკვე დააკლდა ესპანეთის ნაკრებს, რომელსაც 14 აგვისტოს ეკვადორთან მატჩი ელის.
"ბარსელონამ" აზიური ტურნე ტრიუმფით დაასრულა და სამშობლოში დაბრუნდა.
"ბარსელონამ" სულ 6 წინასასეზონო მატჩი გამართა. აქედან 4 მოიგო, თითო ფრედ დაასრულა და წააგო. გაიტანა 27 გოლი და გაუშვა 6. ლიონელ მესიმ 5 გოლი გაიტანა (სხვათა შორის, კრიშტიანო რონალდომ "რეალის" წინასასეზონო მატჩებში 6 გაიტანა).
ბარსელონა-მალაიზია 3:1
გოლები: 1:0 ფაბრეგასი (31), 1:1 იაჰია (39), 2:1 ნეიმარი (42), 3:1 პიკე (74)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
კარლო ანჩელოტი: მადრიდის "რეალი" სეზონისთვის მზად არის