მადრიდის "ატლეტიკომ" დანიელ არანსუბია დაიმატა

AutoSharing Option
მადრიდის "ატლეტიკომ" ლა კორუნიის "დეპორტივოსგან" მეკარე დანიელ არანსუბია შეიძინა.

13 დეკემბერს არანსუბიამ წარმატებით გაიარა დედაქალაქის კლუბში სამედიცინო შემოწმება.

გალისიური "დეპორტივო" პრიმერა დივიზიონიდან გავარდა. გუნდს ფინანსურად უჭირს და მოწინავე ფეხბურთელები ტრანსფერზე დააყენა.

33 წლის გოლკიპერი იმედოვნებს, რომ ტიბო კურტუას ადგილისთვის კონკურენციას გაუწევს.

ესპანური მედია მანამდე ამტკიცებდა, რომ "ატლეტიკომ" "ხეტაფედან" მიგელ ანხელ მოია დაიმატა.

ასევე იხილეთ:
მადრიდის "ატლეტიკომ" გოლკიპერი იყიდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული