ვისენტე დელ ბოსკე: სამი ფეხბურთელი ნაკრებს მიღმა უნდა დარჩეს

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ ეკვადორის ეროვნულ გუნდთან მომავალი მატჩის წინ აღნიშნა, რომ შემადგენლობის არჩევის სირთულეზე ისაუბრა.

"სასტარტო შემადგენლობა ჯერ არ ამირჩევია. ამაზე მატჩის დღეს ვიფიქრებ. უნდა დავფიქრდე, 20-კაციან განაცხადში ვინ არ შევიყვანო. სამი ფეხბურთელი საბოლოოდ ნაკრებს მიღმა აღმოჩნდება. ეს რთული გადაწყვეტილება იქნება.

რაც შეეხება ეკვადორს, მათ ტექნიკური ფეხბურთელები ჰყავთ. ჩვენ კი ნაკრებში ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავს, რომლებმაც საკუთარი შესაძლებლობები უნდა დაამტკიცონ, თუმცა, საერთო ჯამში, ესპანეთის ნაკრები ჩვეულ რეჟიმში მუშაობს",
- თქვა დელ ბოსკემ.

მომზადებულია Football Espana-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული