ანხელ დი მარია: კრიშტიანო რონალდო რომ არა, "რეალიდან" გამიშვებდნენ

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა ანხელ დი მარიამ კლუბში საკუთარი მომავლის შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, მადრიდელებს მისი გაშვება სურდათ, მაგრამ კრიშტიანო რონალდო ჩაერია და ყველაფერი მოგვარდა.

"ბოლო თვე ჩემთვის იოლი არ ყოფილა. კლუბს ჩემი გაშვება უნდოდა, მე კი პირიქით, დარჩენა მსურდა.

მხოლოდ კრიშტიანო რონალდოს ჩარევამ, რომელიც ფლორენტინო პერესს ესაუბრებოდა, გადაწყვიტა ეს საკითხი.

რონალდო მხარში ამომიდგა და ეს საამაყოა ჩემთვის",
- თქვა დი მარიამ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული