მისი თქმით, მადრიდელებს მისი გაშვება სურდათ, მაგრამ კრიშტიანო რონალდო ჩაერია და ყველაფერი მოგვარდა.
"ბოლო თვე ჩემთვის იოლი არ ყოფილა. კლუბს ჩემი გაშვება უნდოდა, მე კი პირიქით, დარჩენა მსურდა.
მხოლოდ კრიშტიანო რონალდოს ჩარევამ, რომელიც ფლორენტინო პერესს ესაუბრებოდა, გადაწყვიტა ეს საკითხი.
რონალდო მხარში ამომიდგა და ეს საამაყოა ჩემთვის", - თქვა დი მარიამ.