"გვესმის, რომ უახლოეს მომავალში რთული მატჩები გველის, თუმცა წარმატებულ სტარტზე ვართ კონცენტრირებულნი.
დიდი სამუშაო ჩავატარეთ სეზონისწინა შეკრებაზე და ამ ვარჯიშების შემდეგ უკეთესი წარმოდგენა მაქვს, როგორ და რანაირად ხდება ყველაფერი აქ. ძალიან გახარებული ვარ და ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიმდინარეობს.
თავდამსხმელისთვის ყველაზე მთავარია, გოლები გაიტანოს. ნელ-ნელა ვეჩვევი ახალ გუნდს, რომელსაც თამაშის საკუთარი მოდელი გააჩნია.
სეზონისთვის მშვიდად ვემზადები და თავს კარგ ფიზიკურ ფორმაში ვგრძნობ. ყველა კომპონენტში მოვუმატებთ.
დარწმუნებული ვარ, რომ თავდადებისა და თანაგუნდელების დახმარების
მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით