პირველი ტურის შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა იკერ კასილიასის სათადარიგოთა სკამზე დატოვება გახლდათ - გუნდის კაპიტანი კარში კვლავ დიეგო ლოპესმა შეცვალა.
მატჩის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე, ესპანელმა ჟურნალისტებმა კარლო ანჩელოტის ამ გადაწყვეტილების შესახებაც ჰკითხეს. აი, რა უპასუხა იტალიელმა სპეციალისტმა:
"ეს გადაწყვეტილება მხოლოდ დღევანდელი დღიდან გამომდინარე მივიღე. ამ მომენტისთვის უკეთ დიეგო ლოპესი იყო მომზადებული, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მას პირველი კიპერის
იკერს თამაშამდე ვესაუბრე, ყველაფერი ავუხსენი და ის ისე მოიქცა, როგორც ნამდვილ პროფესიონალს შეშვენის.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ დიეგო მხოლოდ დღევანდელ მატჩში იყო პირველი მეკარე და რა მოხდება მომავალში, ეს თავადაც არ ვიცი".
იხილეთ ვიდეო
მეკარეების საკითხის გარდა, "პაპა კარლომ" შეხვედრაზეც ისაუბრა:
"დაცვაში კარგად კი ვითამაშეთ, მაგრამ დაცვის და ნახევარდაცვის ხაზებს შორის საკმაოდ დიდი სივრცე იყო და ეს კომპონენტი გამოსასწორებელი გვაქვს.
პეპემ მშვენიერი მატჩი ჩაატარა, ისკო და იოზილი კი ბევრს შრომობდნენ. ისკომ ლამაზი გოლიც გაიტანა და საერთოდ, მინდორზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან უამრავ ნიჭიერ ფეხბურთელთან მიწევს მუშაობა, რომლებიც სეზონის მიმდინარეობისას კიდევ მოუმატებენ".
54 წლის იტალიელს როტაციის აუცილებლობაზეც ჰკითხეს:
"დღეს ცვლილებაზე ანხელ დი მარია, ალვარო მორატა და კაზემირო გამოვიყვანე და სამივემ გუნდის თამაშს რაღაც ახალი შემატა. ამ ფეხბურთელების გარდა, კიდევ რამდენიმე უმაღლესი კლასის მოთამაშე გვყავს, რომლებსაც დღეს არ უთამაშიათ.
როტაცია აუცილებელია, რადგან სეზონი საკმაოდ გრძელია და ფეხბურთელებს დასვენება სჭირდებათ".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ესპანეთი. ლა ლიგა. I ტური: "ბარსამ" შესანიშნავი სტარტი აიღო, "რეალს" გაუჭირდა [VIDEO]