ბერნდ შუსტერმა იკერ კასილიასის "რეალიდან" წასვლა არ გამორიცხა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" 32 წლის კიპერის ირგვლივ შექმნილ სიტუაციას ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვისენტე დელ ბოსკე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ გუნდში მის სტატუსს არაფერი ემუქრება.

"იკერი უნიკალური ადამიანი და ესპანური ფეხბურთისთვის განსაკუთრებული მოთამაშეა. რა თქმა უნდა, სიტუაციას თვალს მივადევნებთ, მაგრამ არა მგონია, მეკარის პოზიციაზე რაიმე ცვლილება
მოხდეს.

ჩვენი კიპერებით კმაყოფილები ვართ და ნამდვილად არაფერს შევცვლით, რომელიმემ თუნდაც ზედიზედ 10 მატჩი რომ არ ითამაშოს,"
- განაცხადა დელ ბოსკემ.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ჩემპიონატის პირველ ტურში "რეალის" მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ძირითად შემადგენლობაში არა კასილიასი,
არამედ დიეგო ლოპესი დააყენა, რამაც ესპანეთში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.

ისევ დელ ბოსკე:

"რეალი" 26-ში თამაშობს, ნაკრების შემადგენლობა კი 30 აგვისტოს უნდა გამოვაცხადოთ და როგორც უკვე აღვნიშნე, არა მგონია, მეკარეების არჩევის მხრივ რაიმე ცვლილება იყოს".

აქვე გეტყვით, რომ ესპანეთის ნაკრები უახლოეს თამაშს 5 სექტემბერს, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ეგიდით, ფინეთთან გამართავს.

კასილიასის შესახებ ისაუბრა ბერნდ შუსტერმაც. "მალაგას" დამრიგებელმა და "რეალის" ყოფილმა მწვრთნელ-ფეხბურთელმა გუნდიდან იკერის წასვლაც კი არ გამორიცხა.

"არ გამიკვირდება, თუ იკერი "რეალიდან" წავა - უთხრა შუსტერმა "ტიკი ტაკას" - რაულიც წარმოუდგენელი იყო სხვა კლუბის მაისურით და ზუსტად იგივე სიტუაციაა იკერთან მიმართებაშიც, მაგრამ წინ მსოფლიოს ჩემპიონატია და კასილიასი თავს იმის უფლებას ნამდვილად ვერ მისცემს, რომ მთელი წელი სათადარიგოთა სკამზე გაატაროს. მას სათამაშო პრაქტიკა სჭირდება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული