MARCA: ლონდონის "არსენალი" იკერ კასილიასის შეძენაზე ფიქრობს

AutoSharing Option
გაზეთი MARCA იტყობინება, რომ ლონდონის "არსენალი" მადრიდის "რეალიდან" იკერ კასილიასისა და ანხელ დი მარიას შეძენის შესაძლებლობას განიხილავს.

ესპანეთის ნაკრების მეკარეს "რეალიდან" წასვლა არ სურს, თუმცა ძირითადი შემადგენლობის მიღმა ხანგრძლივად ყოფნაც არ უნდა აკმაყოფილებდეს.

ასეა თუ ისე, როგორც ესპანურ პრესაში იწერება, "მეთოფეების" ხელმძღვანელებმა კასილიასს თავიანთი სურვილის შესახებ უკვე აცნობეს და შეუთვალეს, თუკი "რეალიდან" წასვლას გადაწყვეტ, იცოდე, რომ შენით დაინტერესებულნი ვართო.

რაც შეეხება დი მარიას, რომელმაც "სამეფო კლუბთან" კონტრაქტი ცოტა ხნის წინ გაახანგრძლივა, არგენტინელის მომავალი გუნდში გარეთ ბეილის გამოჩენამ შეიძლება შეცვალოს.

ეგეც
რომ არა, "რეალში" არიან ისკო, იოზილი, მოდრიჩი და ბენზემა, რომლებსაც ანხელზე არანაკლებ სურთ თამაში.

"ბეტისთან" შეხვედრაში არგენტინელი შეცვლაზე გამოჩნდა, ბეილის მოსვლის შემთხვევაში კი აშკარაა, მოედანზე დი მარიასთვის ადგილი აღარ დარჩება", - ვარაუდობს MARCA.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ლონდონის "არსენალი", დი მარიას გარდა, ქარიმ ბენზემათიც ინტერესდებოდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული