მადრიდის "რეალმა" ტრანსფერებში 172 მილიონი ევრო დახარჯა

AutoSharing Option
გაზეთმა "მარკამ" მადრიდის "რეალის" სატრანსფერო საქმიანობა შეაჯამა და გამოითვალა, რომ "სამეფო კლუბმა" ამ ზაფხულს 172 მილიონი ევრო დახარჯა ტრანსფერებზე.

აღსანიშნავია, რომ ფლორენტინო პერესმა მწვრთნელის გამოცვლასთან ერთად (ჟოზე მოურინიოს ნაცვლად კარლო ანჩელოტი მოვიდა) ფეხბურთელებიც შეცვალა, თანაც "რეალმა" აქცენტი ახალგაზრდებზე გააკეთა.

მართალია, თანხა - 172 მილიონი ევრო - შთამბეჭდავია, მაგრამ ყველა შენაძენი 24 ან ნაკლები წლისაა.

172,5 მილიონი ევროდან 91 მილიონი ევრო გარეთ ბეილის ტრანსფერზე მოდის. დიახ, "მარკა" და რამდენიმე ესპანური გამოცემა არ მიიჩნევენ, რომ "რეალმა" ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა - მათი
აზრით, უელსელში 91 მილიონია გადახდილი. ამ ტრანსფერზე ოფიციალური მონაცემები არ გამოქვეყნებულა.

39 მილიონი ევრო "რეალმა" ასიერ ილიარამენდის სანაცვლოდ გადაიხადა, 30 მილიონი დაჯდა ისკო "მალაგადან", 6,5 მილიონი დანიელ კარვახალი და 6 მილიონი კაზემირუ.

ასევე იხილეთ:
მადრიდის "რეალმა" გარეთ ბეილი 20 ათასი ფანის წინაშე წარადგინა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული