გარეთ ბეილის 11-ნომრიანი მაისურები ელვისებურად იყიდება

AutoSharing Option
როგორც იქნა, გარეთ ბეილი გადავიდა მადრიდის "რეალში". მასში "სამეფო კლუბმა" 100 (ზოგიერთი ცნობით, 91) მილიონი ევრო გადაიხადა, თუმცა ამ თანხის გამომუშავება უელსელმა უკვე დაიწყო.

"რეალის" ოფიციალურ მაღაზიებში ელვის სისწრაფით იყიდება უელსელის 11-ნომრიანი მაისურები. ასეთი რამ მას მერე არ ახსოვთ მადრიდში, რაც 2009 წელს კრიშტიანო რონალდო გადავიდა იქ.

მაღაზიებთან რიგებიც იყო, ფანები დაკეტილი მაღაზიების გახსნას მოუთმენლად ელოდნენ, რათა პირველებს შეეძინათ ოფიციალური მაისურები.

ასევე იხილეთ:
მადრიდის "რეალმა" გარეთ ბეილი 20 ათასი ფანის წინაშე წარადგინა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული