ვისენტე დელ ბოსკე: ყოველთვის იკერ კასილიასის მხარეს ვიქნები

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვისენტე დელ ბოსკე მადრიდის "რეალის" მეკარე იკერ კასილიასის მხარდაჭერას აგრძელებს, რომელიც კლუბში კვლავაც რჩება სათადარიგო მეკარედ.

დელ ბოსკე კი იკერს არა მხოლოდ საქმით უდგას მხარში, სიტყვებითაც ამხნევებს.

"არ ვაპირებ იმის თქმას, რომ იკერი "რეალში" მუდამ უნდა თამაშობდეს, მაგრამ მე ყოველთვის ამის მომხრე ვიქნები და მას დავუჭერ მხარს. ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ კასილიასი - კაპიტანი და ძალიან საჭირო მოთამაშეა ეროვნული ნაკრებისა.

ეს არ ნიშნავს, რომ ვინმეს წინააღმდეგ გამოვდივარ. უბრალოდ, ვუფრთხილდები კასილიასს, მის ისტორიას და კარიერულ გზას.

მე
ყოველთვის იკერის მხარეს ვიქნები. მას რთული დროება უდგას და განსაკუთრებით სჭირდება იმ ადამიანების მხარდაჭერა, ვინც მას პატივს სცემს და მისით აღფრთოვანებულია.

შექმნილი ვითარება ყველასთვის უხერხულია, მაგრამ ყველაზე მეტად ამას თავად იკერი განიცდის.

კიდევ ვიმეორებ, ამ ყველაფერს იმიტომ არ ვამბობ, რომ ვინმეს წინააღმდეგი ვარ, უბრალოდ, ამით თანადგომას ვუცხადებ კასილიასს", - აქვეყნებს დელ ბოსკეს ნათქვამს Football Espana.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრები, რომელიც საქართველოს ეროვნული გუნდის მეტოქეა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში, 6 სექტემბერს ფინეთს სტუმრად ეთამაშება.
მკითხველის კომენტარები / 3 /
აი კაცი, აი კაცია ბოსკე რა, სხვას რამეს არც იტყოდა და არც გააკეთებდა, რა კაციცაა ისე კაცურად იქცევა. დანარჩენებს კიდე რა დაგემართათ ბიჯო?! ქართველი "მადრიდისტებიც" რომ ვერ ხედავენ ვითომ "რაშია პრობლემა" დიეგო ლოპესი თუ იდგება და იკერა არა.. ადამიანობა და ღირსება არ უნდა დაკარგოთ ბიჯო, იკერას პატივს რომ არ ცემთ რა მადრიდისტობაზეა ლაპარაკი! რა გუნდს გულშემატკივრობთ საერთოდ? "რეალის" წარმოდგენა გააქვთ? "ჰალამადრიდზე" ვიყავი და გული მომიკვდა ისეთი უნამუსო კომენტარები ვნახე.. იოზილის წასვლაზე რომ იგლეჯავენ კიდე ზოგიერთები, რა უნდა მაგ სელჩუკს სამეფო გუნდში? ათასგვარი მაიმუნებით რომ გაავსეს მაგიტომაცაა რომ დაინგრა გუნდი.. კაკ მინიმუმ ვინც ესპანელი არაა ან მადრიდული სიფათი არა აქვს ყველას უნდა მოუსვან გუნდიდან!
zviadi
08:06 04-09-2013
0
ვინაა ბიჯო დიგო ლოპესი?!... გეკითხებით სუყველას, მიპასუხეთ რა
zviadi
07:47 04-09-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული